ანათე

გაზაფხულის მზის სხივო, ნამიან დილას ფანჯარაში რომ შემოიპარები, საწოლზე დაეფინები და სახეზე დამნათი... მიყვარს შენი სითბო,  გულს რომ სიხარულით მივსებს, მაგრამ ამ გიჟმაჟი მარტის ქარები და დავერცხლილი ღრუბლები ზოგჯერ შენს თავსაც მართმევენ და საბანში გადახვეული, ცხვირს აღუნღულებულ ბალიშში ვრგავ,  მოწყენილი და სიცივისგან აბუზული. ანათე, მზეო, ანათე! მინდა, კვირტი გამოიღოს ალუბალმა, ჩემი ფანჯრიდან რომ მოსჩანს და … Continue reading ანათე

Advertisements

კომშისფერი მოგონება

თმაზე თოვლის ფანტელები მეყრება.  თავქუდმოგლეჯილი მივიჩქარი ხელოვნებითა და სითბოთი სავსე ოთახში. სიცივისგან თითებს ვეღარ ვგრძნობ, ცხვირი გამეყინა და  ალბათ უკვე შემეფაკლა ღაწვებიც... მაგრამ მაინც არ ვჩერდები... მივდივარ და მივდივარ. ირგვლივ  იმ ოჯახთა სითბოს სურნელება ტრიალებს, ამ ცივ ამინდში სახლში რომ მოკალათებულან, ყველა ერთად. იქნებ, ოჯახის დიასახლისი რამე გემრიელსაც ამზადებს, ბავშვები კი ჩუმად სუსნაობენ, რომ უფროსმა … Continue reading კომშისფერი მოგონება

სუნამო ქარში

საღამოს სიცივით ათრთოლებული მივუყვები ხმაურიან ქუჩას... ქარი ყოველი წამოქროლებისას თმას მიწეწავს და გაუგონრად ჩამკივის ყურთან. ლოყებშეფაკლულზე ცხვირის შეიცვლის ფერს და ერთიათად გამოჩნდება ის მიმოფანტული ჭორფლები, ზაფხულის მზის მონატრულზე რომ გაფერმკრთალებულან. საღამოს სიცივით ათრთოლებული მივუყვები ხმაურიან ქუჩას.. და სწორედ ამ ქუჩაშივე ქრება ჩემი სუნამო... თითქოს ყოველი ნაბიჯისას მას სადღაც ვტოვებ, ტანსაცმელს კი თანდათანობით აუდის ქუჩისა და … Continue reading სუნამო ქარში

მწვანე ჩაის ფანტელი

თვალებს სევდით მივსებს შემოდგომის ქარი.... სევდითა და ცრემლით... სიცივე ტანზე მოსასხამივით შემომხვევია, დამყვება სადაც დავდივარ და ძილს არ მაცლის... ვერ ვიძინებ თუ არ ჩავითბუნე, მე კი ყოველ წამს გვიანი  შემოდგომის სიცივისგან მცივა... ეს სიცივე ძვლებში ატანსო თითქოს...  მხოლოდღა ყინვისგან გონებადაბინდული ვწყდები სამყაროს და ვითიშები... ოღონდაც მოვწყდე რეალობას.. მე მშურს ადამიანების, რომლებსაც ასეთ სიტუაციაში ფიქრი შეუძლიათ... … Continue reading მწვანე ჩაის ფანტელი

სხვისი შვილები

ზამთრის ცივ კვირებზე თბილად არაფერი მახსენდება ბავშვობიდან.  საღამოობით დედა მაჭყუმპალავებდა ხოლმე, კარგად ჩამფუთნავდა და მშობლების საწოლში შემაგორებდა, სადაც ოთხივე ერთად, დედა, მამა, მე და ჩემი და  ვუყურებდით ხოლმე ქართულ ფილმებს, რომლებიც  კვირაობით, რვა საათზე, პირველ არხზე გადიოდა. ერთ ასეთ თბილ საღამოსაც, მაგრად ჩაფუთნული და ჯონსონს ბეიბის შამპუნით გაფუებული, მშობლების საწოლში რომ შვეგორდი, რაღაც ძველი ფილმი … Continue reading სხვისი შვილები

ლიმონერთი

ეს საწოლი ჩემია. მომწონს, რომ იმდენად დიდია, ბევრი ადგილი მრჩება თავისუფლად წრიალისთვის. საღამოს სახლში დაბრუნებულს საწოლიცა და მთელი საძინებელიც თავდაყირა მხვდება. ჩემს გარდა არავინ შედის და გადის, მე ვტოვებ ასეთს. დილის შხაპის შემდეგ მთელი დღით არეულ საწოლზე მიგდებული პირსახოცი რომ ისევე მხვდება, ეგეც მომწონს. არეულობის შეგრძნება კი არა, ის მომენტი, რომ ჩემს გარდა არავინ არაფერს … Continue reading ლიმონერთი

წარმოსახვა

ჩემს სიზმრებში გამოცხადებულს თითქოს ასაკი ერთიათად მოგმატებია,  დგახარ და იღიმი. შენს შემყურეს გულში სითბო მეღვრება... სითბო და სიხარული, იმიტომ, რომ ვიცი, ეგ ღიმილი ჩემია... თუმცა, სიზმრადაც შორს ხარ. გამოღვიძებულს როდის გამომეცხადები? ნუთუ მაშინ, როცა იმდროინდელივით ასაკი მოგემატება... თითქოს არ გვეყო, რომ ბევრი წელი ისედაც  უერთმანეთობაში დავკარგეთ. შენი თვალებისფერი საღამოა.  გონებას მიბინდავს დაღლილობა და შენი მონატრება, … Continue reading წარმოსახვა