მე შენი მჯერა

უმიზეზოდ ვეუბნები უცხო ადამიანებს გულიდან წამოსულ უთბილეს სიტყვებს, რომლის გაგონება მეც ძალიან გამიხარდებოდა, როცა სახლში გამოკეტილი, უიმედოდ დარჩენილი ბავშვი ვიყავი. ნურავის ეგონება, რომ ამას იმისთვის ვაკეთებ, მათგანაც იგივე მოვისმინო. ღმერთმა იცის, ვგრძნობ, მათ ეს სჭირდებათ და მჯერა, რომ ისინი ამას იმსახურებენ, მაშინაც კი, როცა არ ვიცი, ეს ნამდვილად ასეა, თუ არა… და რწმენაც ხომ ჭეშმარიტი … Continue reading მე შენი მჯერა

პირველი დღე

ვერ ვიტან პირველ დღეებს. ვერც ბაღში, ვერც სკოლაში, ვერც უნივერსიტეტში და ვერც სამსახურში ვერ ვიტანდი. მახსოვს ბაღში მისვლის პირველი დღე, არ დამტოვეს და უკან ძალიან კმაყოფილი წამოვედი, უცხო გარემოში დამფრთხალი ყოფნა რომ არ მომიწია, მაგრამ სკოლის პირველ დღეს თავი ვეღარ დავაღწიე. დედაჩემის მადლობელი ვარ, რომ წასვლა მეტჯერ აღარ დაუძალებია, რადგან ნამდვილად ვერავის შეთვალიერებას ვერ გადავიტანდი, … Continue reading პირველი დღე

რომ მცოდნოდა…

რომ მცოდნოდა, ალიონზე მშვიდად აღარ გამეღვიძებოდა და დილის რუტინა შემეცვლებოდა, ნუთუ ამას მაინც ვიზამდი..?! რომ სახლიდან შორს, ძალიან შორს გადავიკარგებოდი… იქნებ მიგრძნობდა კიდეც გული და ყოველ დილით მზეს ღიმილით შეგებება და ახლადგამოწურული ფორთოხლის წვენი გამომშვიდობება იყო იმასთან, რაც ჩემს კერიასთან მაკავშირებდა. ზოგიერთი კი თავისი კერიიდან არასოდეს მიფრინავს, რჩება და აშენებს დანატოვარს. ხან მიკვირს, მე რით … Continue reading რომ მცოდნოდა…

ქრება, თუ დაფრინავს?

ნეტავ საიდან მოდის სიყვარული, ან სად რჩება.. და თუ არ რჩება, სად მიდის…?! სულ ამას ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს, როცა შეყვარებულ წყვილებს ვხედავ. რომ წარმოვიდგენ, ყოველ დილით სახეშეშუპებულს რომ მნახავს და ჩემ მიმართ სიყვარულის განცდა არ გაუნელდება, მეცინება ხოლმე, რადგან მგონია, მისი სიყვარული დილაობით სადღაც გაქრება, შეშუპებულ სახესთან, ამღვრეულ თვალებთან და შეცვლილ ხმასან ერთად… ჰოდა, … Continue reading ქრება, თუ დაფრინავს?

მინდა!

მინდა ჩვენს პატარა ეზოში ყვავილები დავრგოთ და ცხელ საღამოებში რიგრიგობით ვრწყავდეთ. მინდა ერთად შევარჩიოთ ის კედელი, ახალბედა ხელოვანთა ნამუშევრებს რომ გამოვფენთ, ღვინის კოლექციისთვის კარადის მასალას ერთად ავარჩევთ.   მინდა ატრაქციონზე ბავშვებს გვერდით უჯდებოდე, ფეხბურთის თამაშს ასწავლიდედა ეუბნებოდე, რომ ნურასდროს ნურაფრის შეეშინდებათ, რომ სირთულეები ყოველთვის არსებობს და მთავარი გამოსავლის პოვნაა. მინდა, თავად წაუკითხო ის წიგნები, მათ რომ კითხვა დაეზარებათ და აგრძნობინო, როგორ ზრუნავ, მაშინაც კი, თუ მათ ეს არ ანაღვლებთ. მინდა შენი ყველა დაგვიანების მიზეზი დაუგეგმავი, პატარა საჩუქრები იყოს, გზაში რომ მოგაფიქრდება, იმის წარმოდგენისას, რა შეიძლება გახდეს ჩემი ღიმილის მიზეზი. ძალიან მინდა, უსიტყვოდ რეცხავდე ჭურჭელს, მაშინ, როცა დაღლილი ვიქნები. მინდა ყველაფერს ხვდებოდე, იმდენად, რომ თვალებში ჩახედვა ყველაფრის სათქმელად საკმარისი იყოს.  მინდა სამოგზაურო ბილეთებს დღიურში მახვედრებდე, მაშინ როცა ნოემბერის პარიზში აცივდება და ფოთლები ქუჩებს გაავსებს, უბრალოდ რომ ვისეირნოთ და ქარიან დღეს ყავის ორთქლზე შევთბეთ. მინდა, რომ ძილის წინ სიყვარულს ისევე მიხსნიდე, როგორც პირველად და უცხოსავით უსიტყვოდ არასდროს დაიძინო. მინდა, არ მიბრაზდებოდე, მაშინ როცა შუაღამით ჩემი  შემოხუტება გაგაღვიძებს და იცოდე, ჩემს კოშმარულ სიზმრებს როგორ გაუმკლავდე.  მინდა,  რომ მომაბეზრებლად სათუთსა და ჭირვეულს მაინც მეუბნებოდე, რომ საუკეთესო ვარ და ეჭვი არასოდეს შეგეპაროს, რომ ჩემს გვერდით ნამდვილად მთელი ცხოვრების გატარება გინდა. 

ივლისის საღამო

გინეკოლოგიის სწავლა მივაფუჩეჩე, მოვიმიზეზე, გვიანია, დავიღალე-მეთქი, რომ ჩემს საწოლში შემეცურა და ძილისპირულ ფიქრებს მივცემოდი, როგორმე გაუგონარი რეალობისთვის თავი რომ დამეღწია. ცხელოდა, ვიწრიალე და ვერ მოვისვენე, მერე სატრფოსთვის საგანგებოდ შექმნილი მელანქოლიური ფლეილისთი გავხსენი, ხან მგონია ჩემი სიმარტოვე იმაზე იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ვინმეს შეყვარებას ოდესმე შევძლებ, რადგან მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად მიმაჩნია, შიშით ცხოვრებით ვერ ვტკბები … Continue reading ივლისის საღამო

შენი ბრალია

ნუთუ, შენი ბრალია ეს სიცარიელე, ახლა რომ მტანჯავს, იმდენად, რომ თითქმის ყველაფერმა აზრი დაკარგა. რა უმეცარი განცდა ყოფილა, ის რასაც ყველაზე მეტად უფრთხილდები, ვიღაცისთვის არაფერს რომ წარმოადგენს და ერთი ხელის მოსმით განადგურება შეუძლიათ, დაუფიქრებლად, თითქოს ამით არაფერი შავდებოდეს და ყოველდღიურობა ყოფილიყოს. იქნებ სწორედ ასეთი ადამიანების ბრალია დღეს რომ ერთმანეთის აღარ გვჯერა… რომ ერთმანეთის სიტყვებს, საქციელს, … Continue reading შენი ბრალია

მარტი-ვი ქალური ქალი

მეგობარმა მითხა, მაინც როგორ მოხდა, აქამდე რომ მარტო ხარო… ამაზე რომ გამეცინა, ჩაიქირქილა, ეგრეც ვიცოდი, შენებურად პრეტენზიული რომ იქნებოდიო. მომერიდა და ვეღარ ვკითხე, ეგ რას ნიშნავდა.. ისე კი ვფიქრობ, რომ კი… ყველა ჩვენებურად პრეტენზიულები უნდა ვიყოთ, ჩვენი ღირებულებებით და თავისებური ტიკებით… მეც ასე ვარ, მაგრამ მეტს კი არაფერს ვითხოვ, გარდა იმისა, რომ ზოგჯერ დალაგებაში მომეხმაროს … Continue reading მარტი-ვი ქალური ქალი

ახალი წელი

ახლა ალბათ უცხოპლანეტელები გაურკვევლობაში სხედან, აცეცებენ მინისებრ თვალებს და კიდევაც ვერ გაურკვევიათ რატომ აღნიშნავენ ასე გამალებით ადამიანები დღეს, როდესაც დედამიწა მზის გარშემო ერთ სრულ ბრუნს ასრულებს. მე კი ადამიანად მოვევლინე ქვეყნიერებას, მაგრამ აშკარად შეცდომით... რადგან ახალი წლის არსს ჯერაც ვერ ჩავწვდი. ბავშვობაში ვერაფერ მაგიურ სასწაულს რომ ვერ ვგრძნობდი და ისევე სევდიანი ვიყავი, როგორც წელიწადის დანარჩენ … Continue reading ახალი წელი

ოჯახური სევდისფერი

მიყვარდა... მიყვარდა სავსე მთვარე. ჩემთვის მისი გამოჩენა დღესასწაული იყო.. დღესასწაული ჩემი თავისუფლების. მთელი ბავშვობა 28 დღის თვლით მაქვს გატარებული, კალენდრით ხელმომარჯვებული. როცა ყველა იძინებდა, სახლიდანაც ვიპარებოდი და შუაღამისას ფეხშიშველი ვცეკვავდი, მისი მკრთალი სხივებით განათებულ ბალახზე. ანაც, ჭერმის ხიდან სახლის სახურავზე ვძვრებოდი, მის კიდეზე ჩამოვჯდებოდი და ვფიქრობდი უბანზე, რომელსაც ღრმა ძილით ეძინა..  '' რა იციან, რომ … Continue reading ოჯახური სევდისფერი